NATO-ს გენერალური ასამბლეა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას დაამტკიცებს

ნატოს გენერალური ასამბლეა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას დაამტკიცებს. გერმანელი დეპუტატის ულა შმიდტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავების და ამ კონტექსტში, შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მტკიცე მხარდაჭერას და მიესალმება საქართველოს პროგრესს წევრობისთვის მზადებაში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობები.

ბუქარესტში რეზოლუციის პროექტს კომიტეტზე კენჭი უკვე უყარეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს