“ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს,”- დავით უსუფაშვილი

ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს-ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ქართველი დეპუტატების ერთობლივ შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

დავით უსუფაშვილმა იენს სტოლტენბერგს და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს სრულფასოვანი მონაწილე ნატო-ს საქმიანობისა.

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს. დანარჩენი ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატო-ს წევრი ქვეყნების, მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატო-ს საქმიანობის.

“ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.

“მადლობას მოვახსენებ ნატო-ს თითოეულ წევრ სახელწიფოს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში.

“საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს,”-იენს სტოლტენბერგი
შემდეგი სტატია30 რეგისტრირებული სუბიექტიდან სია მხოლოდ ოთხს აქვს წარდგენილი-ცესკო