ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება

რიგაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღის ღონისძიებებში საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება მიიღებენ მონაწილეობას. სხდომის გახსნის დროს დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება.

ალიანსის ასპირანტი საქართველო და უკრაინა ნატო-ს რიგის მინისტერიალზე გასულ კვირას მიიწვიეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი NAC-ის სხდომაში მონაწილეობის გარდა, რიგაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარატოსთან. მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს უნგრეთისა და საქართველოს დიპლომატიურ აკადემიებს შორის თანამშრომლობის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტი გამოავლინა