ნატო რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების დარვევაში ადანაშაულებს

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო აქტივობები მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დეესკალაციისთვის მიღებული ყველა ზომის დასარღვევად – ნატოს პრეს-მდივანმა გერმანულ Die Welt-ს განუცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – ნატოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა მასალაში, რომელიც 6 აპრილს გამოქვეყნდა.
ალიანსის წევრებმა 1 აპრილს შავ ზღვაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსეთის უკრაინასთან და მის ირგვლივ ფართომასშტაბური მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს. “მოკავშირეები, ასევე, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ რუსეთმა 2020 წლის ივნისის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაარღვია, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ადრე მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდეს. აშშ-მ კი რუსეთს უკრაინის საზღვარზე პროვოკაციის განმარტება სთხოვა.

მარტის ბოლოს გამოცემა The New York Times-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით უკრაინის საზღვარზე დაახლოებით 4 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურის განთავსებაზე დაწერა. აშშ-ს ძალების ევროპულმა სარდლობამ მაღალი დონის “კრიზისის პოტენციურ ჩაწყნარებამდე” სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერ არ არის
შემდეგი სტატიაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა