ნატო რუსეთს მოუწოდებს, რუსეთ-საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვები მოხსნას და „ღია ცის შეთანხმება“ სრულად შეასრულოს

ნატო-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვები სადამკვირვებლო ფრენებზე კალინინგრადსა და რუსეთ-საქართველოს საზღვრებთან და „ღია ცის შეთანხმება“ სრულად შეასრულოს, რათა შეთანხმების შენარჩუნება აშშ-ის გასვლის შემდეგაც მოხერხდეს. როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთი შეთანხმების წესების დარღვევის ფაქტებს უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბოკის განცხადებით, დარღვევას ადგილი მხოლოდ აშშ-ს მხრიდან ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: „ოცნების“ განცხადებები გააზნაურებული მდაბიოების ღაღადისია
შემდეგი სტატიაზუგდიდიში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა