ნატო რუსეთის მიერ ატომური რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო შეშფოთებულია

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განაცხადა, რომ ის რუსეთის მიერ ატომური რაკეტების შესახებ ცივი ომის დროს დადებული შეთანხმების დარღვევის გამო შეშფოთებულია – ამის შესახებ ნატო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ რუსული სარაკეტო სისტება, რომელიც არ სახელდება, 1987 წელს მიღწეულ საშუალო სიჩქარის ატომური ძალების შესახებ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. შეთანხმება კრძალავს 500-დან 5500 კმ-ის რადიუსის მფრინავი რაკეტების მთელ კლასს.
“აშშ ხელშეკრულების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებების მიხედვით იმოქმედებს” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სასტუმრო ლეოგრანდის მფლობელი დაკითხა
შემდეგი სტატიასმოლენსკის კატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთია – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი