ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში- იზორია

ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში- ეს განცხადება, თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ბრიუსელში გამართულ ალიანსის სამიტზე იზორიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ნატოს მხარდაჭერა გამოიხატება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ახალი ინიციატივების კუთხითაც როგორიც არის კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება, საუბარია ასევე უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემის მიმართულებით და ერთობლივი წვრთნების ჩატარების მიმართულებით დაგეგმვაზე, რომელიც მომავალ წელს გაიმართება.
„მნიშვნელოვანი დეკლარაცია იქნა მიღებული ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე – ერთი დეკლარაცია სამიტის, ხოლო მეორე- ნატო-საქართველოს კომისიის, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც ზოგადად ქვეყნას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებებში მიმდინარე მოდერნიზების და რეფორმებთან დაკავშირებით. ითქვა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას განსაკუთრებით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ მთავარი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ადეკვატურ დაფინანსებას. რაც იყო ყველაზე მწვავე თემა, რომ ქვეყნებმა მშპ-ს 2%, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტიდან 20 პროცენტი მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის მოწინავე პარტნიორი ქვეყანა და სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის. ასე, რომ ეს იქნა თვალნათლივ აღიარებული და დადასტურებული. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, არის ისევ ძალაში. ყველა წევრმა ქვეყანამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველოს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა ამ გზაზე“, -განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანა უნდა შეიზღუდოს – კალაძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ მოადგილეებს მშენებლობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაავალა