ნატო რა თქმა უნდა აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. იენს სტოლტენბერგმა განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ინტერესები აშკარაა და ამას ადასტურებს ხომალდები უკრაინის საზღვართან. სტოლტენბერგის თქმით, ნატო აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებზე.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა, ყირიმის ანექსიის, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდები განლაგებულია და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო რა თქმა უნდა აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი. ჩვენ უფრო მეტი საზღვაო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში და პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ პრინციპში ორი ხომალდია შავი ზღვის აკვატორიაში, ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული ხომალდი და რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე ნატოს ხომალდი მონაწილეობას იღებდა პოსეიდონის სახელობის სწავლებაში, იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება განაღმვა მოხდეს აკვატორიაში.

“მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე, რომელიც შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში გაზრდილია აქცენტები შავი ზღვის უსაფრთხოების. საქართველოში ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები რასაც ვხედავთ იქნეს დაძლეული და თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით,“-აცხადებს სტოლტენბერგი.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები