5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

“ნატო ფურცლის ვეფხვია, მოკავშირეები კი – მშიშრები” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს მოკავშირეებს მშიშრები უწოდა და განაცხადა, რომ მათთვის „მარტივი“ იქნებოდა დახმარება ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გახსნაში, რათა გემებმა თავისუფლად გაიარონ.

„აშშ-ის გარეშე ნატო ფურცლის ვეფხვია! მათ არ სურდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვული ამბიციების მქონე ირანის შესაჩერებლად.

ახლა, როდესაც ეს ბრძოლა სამხედრო თვალსაზრისით მოგებულია — მათთვის ძალიან მცირე საფრთხის ფასად — ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ დახმარება ჰორმუზის სრუტის გახსნაში. ეს არის მარტივი სამხედრო მანევრი, რომელიც ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

მათთვის ამის გაკეთება ძალიან ადვილია, თანაც მინიმალური რისკით. მშიშრები არიან და ჩვენ ეს გვემახსოვრება!“_ წერს ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე
შემდეგი სტატიაისტორიაში პირველად, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება