ნატო პოლონეთში ბირთვულ შეიარაღებას თუ განათავსებს, მაშინ რუსეთს მივმართავთ, დააბრუნოს ბირთვული შეიარაღება ბელარუსში

ნატო პოლონეთში ბირთვულ შეიარაღებას თუ განათავსებს, მაშინ რუსეთს მივმართავთ, დააბრუნოს ბირთვული შეიარაღება ბელარუსში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, რუსეთისგან მოითხოვს ისეთ ბირთვულ შეიარაღებას, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება.

„მე, როგორც გულმოდგინე პატრონს, არაფერი დამინგრევია. ყველა „ფარდული“ ადგილზე დგას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ნატო-ს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის ატლანტიკური საზოგადოებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე 19 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი გამოჩნდება აღმოსავლეთ ევროპაში, თუ გერმანია უარს იტყვის მის ტერიტორიაზე განლაგებაზე.

1991 წლის მარტში ამოქმედებული ხელშეკრულებით, გერმანია მთლიანად უარს ამბობს ბირთვული, ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის საკუთარ წარმოებასა და გამოყენებაზე ქვეყნის დასავლეთში ნატო-ს ბირთვული არსენალის განლაგების სანაცვლოდ.

1993 წლის ივლისში ბელარუსი ოფიციალურად შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას და გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ნებაყოფლობით უარი თქვა სსრკ-ს დაშლის შემდეგ დარჩენილი ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობაზე.

ბელარუსის ტერიტორიიდან ბირთვული იარაღის გატანა დასრულდა 1996 წლის ნოემბერში. მოგვიანებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამ გადაწყვეტილებას „ყველაზე მძიმე შეცდომა“ უწოდა. „ეს იარაღი რომ გვქონოდა, ახლა სხვაგავარად დაგველაპარაკებოდნენ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიდენის შმიგალი- ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ვაფასებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში შარლ მიშელის ჩართულობას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა