ნატო ნორვეგიაში რუსეთის საზღვართან მასშტაბურ წვრთნებს ატარებს

ნორვეგიაში, პროვინცია ფინმარკში, რომელიც 160-300 კილომეტრშია რუსეთის საზღვართან, ნატოს ჯარების ფართომასშტაბური წვრთნები Joint Viking 2017 დაიწყო. როგორც ნორვეგიის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახური ავრცელებს, წვრთნებში 8 ათასი სამხედრო მოსამსახურებ იღებს მონაწილეობას, მათ შორის 700 ჯარისკაცი დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. მანიოვრებში მონაწილეობას მიიღებს ავიაცია, ბრონეტექნიკა, გემები და წყალქვეშა გემები.
შეგახსენებთ, რომ 1-10 თებერვალს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს წვრთნები “ზღვის ფარი 2017” ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრებმა ირაკლი აბესაძე ერთხმად აირჩიეს
შემდეგი სტატიაფხენიანმა მალაიზიის მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა