ნატო-ს ოფიციალური პირის განცხადებით, ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად. ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა.
„როგორც მიმდინარე წელს ვიხილეთ, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები ოთხ სხვადასხვა შემთხვევაში წარმატებით მოიგერიეს, ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ძლიერი და ეფექტიანია“, – განუცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.
ცნობისთვის, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის ესკალაციას მოახდენს.















