ნატო მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვს ალიანსთან შეხვედრა არ სურს

ნატოს სამხედრო კომიტეტში მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთმა ნატოს საბჭოსა და რუსეთის ერთობლივი სამიტის ჩატარების წინადადება უპასუხოდ დატოვა – ამის შესახებ კომიტეტის წარმომადგენელმა სტიუარტ პიჩმა ალიანსის გენშტაბის მეთაურების ღია სხდომაზე 18 მაისს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

პიჩმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს “რუსეთთან კონსტრუქტიული ურთიერთობისკენ სწრაფვას, მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციის მოქმედებები ამის შესაძლებლობას მისცემს”. მან დაამატა, რომ ნატო მოსკოვთან არხებს ღიად ტოვებს.
“რუსეთი აგრესიული მოქმედებების დესტაბილიზაციის სქემას აგრძელებს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ასევე, უკრაინის საზღვართან ყოფნას” – პიჩმა თქვა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა იქ ისევ იმყოფება ათობით ათასი ჯარისკაცი, იარაღი და ტექნიკა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები, ასევე, უკრაინისა და საქართველოს გენშტაბების ხელმძღავნელებს შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშირაკეტების მულიაჟი, ყალბი დაკრძალვები – პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ინტერენტ-ფეიკები
შემდეგი სტატიაიაპონელი ექიმები ოლიმპიადის გადადებას ითხოვენ