“ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს,”-იენს სტოლტენბერგი

პარლამენტში ქართველი დეპუტატები ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს ხვდებიან, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მან კიოდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

„ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი სერიოზული გზავნილია მსოფლიოსათვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ის ასევე აგზავნის ინფრომაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე. იმის გათვალსწინებით, რომ საქართველოში მოამავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ძალიან მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით,“-აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილი: წელს კახეთში ყურძენს დავწურავ
შემდეგი სტატია“ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს,”- დავით უსუფაშვილი