ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს.

„12 წელია, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მიწიდან.

ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

banner
წინა სტატიაშიიან კელი – საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 12 წლისთავზე ვიხსენებთ, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანად, ყოველდღიური შრომით, სწავლით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით