“ნატო მხარს უჭერს პროცესის მშვიდობიანი გზით მოგვარებას” – უილიამ ლაჰიუ ყარაბაღის მოვლენებს ეხმაურება

თბილისში იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, რომელმაც განცხადება გააკეთა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ის იმედს გამოთქვამს, რომ მინსკის ჯგუფში მოხდება ამ პრობლემის მოგვარება და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

“ვგმობთ ძალადობისა განახლებას ფრონტის ხაზზე. დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად სამხედრო გზა არ არსებობს. მხარეებმა კვლავ უნდა გამოიყენონ მინსკის პროცესი, განიხილონ ძალადობის შეჩერების გზები და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ, რათა ფრონტის ხაზზე კვლავ დამშვიდდეს ვითარება. ქვეყნებმა უნდა იმუშაონ, რომ ამ ტიპის ესკალაციები აღკვეთილი იყოს,“ – განაცხადა ბენჟამენ ზიფიმ.

ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიც.

“ვღელავთ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო. მას უარყოფითი შედეგები მოყვება, არა მხოლოდ ყარაბაღისთვის, არამედ სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, საქართველოს ჩათვლით. ტრაგედიაა, როდესაც ხალხი იღუპება კონფლიქტის გამო. ნატო მხარს უჭერს პროცესის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. გაკეთდა ოფიციალური განცხადებებიც. ამ ეტაპზე ერთადერთი ოფიციალური ფორმატი მინსკის ჯგუფია და მის მუშაობას მოკავშირეების მხარდაჭერა აქვს,” – აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

banner
წინა სტატიაშიბაქომ ერევანი ყარაბაღში დაღუპულების ფოტოების ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიახელისუფლების ახალი მტაცებლური გეგმა