ნატო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების რაოდენობას 300 000-მდე გაზრდის

ნატო მნიშვნელოვნად, 40 000-დან 300 000-მდე გაზრდის მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების რაოდენობას. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ მოკავშირეები გააფართოებენ ჯარების განლაგებას ნატოს ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან რუსეთთან.

„ჩვენ განვახორციელებთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების რეორგანიზებას და გავზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ორშაბათს ბრიფინგზე, სამდღიანი სამიტის წინ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შესთავაზა, კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის