NATO-მ უნდა მიიღოს საქართველო, შესაძლოა დროებით ოკუპირებული რეგიონების გარეშე – ეველინ ფარკასი

ამერიკის კონგრესის ორივე პალატა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას პრიორიტეტად ასახელებს. ალიანსის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მინისტერიალის დაწყებამდე კონგრესში მოსმენები გაიმართა, სადაც მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის აგრესია და ამ აგრესიის მსხვერპლი ქვეყნების მხარდაჭერა იყო. თავის მოხსენებაში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მნიშვნელობასა და გზებზე ისაუბრა შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ეველინ ფარკასმა, რომელიც სხდომას აჯერად საერთაშორისო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის რანგში ესწრებოდა.

„რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით ამ ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია. NATO-მ უნდა უზრუნველყოს სამხედრო დახმარება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. NATO-მ უნდა მიიღოს საქართველო ალიანსში, შესაძლოა დროებით ეს გაკეთდეს ოკუპირებული რეგიონების გარეშე, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ბერლინის შემთხვევაში, ცივი ომის დროს“,- განაცხადა ეველინ ფარკასმა.

NATO-ს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მინისტერიალის ფარგლებში ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში კონკრეტული ზომების მიღებას განიხილავს. საუბარია საჰაერო დაზვერვის გაძლიერებასა და სამხედრო გემების რაოდენობის გაზრდაზე. საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. რამდენიმე დღით ადრე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა. 21-28 მარტს საქართელომ ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებას უმასპინძლა. თბილისს სტომრუბდა ალიანსის გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი, ასევე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია.

banner
წინა სტატიაშიკავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი – საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია
შემდეგი სტატიააშშ-ს სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი მოამზადეს