“NATO-მ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”

ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ გრუშკოს შეფასებით, თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ეკისრება:
„NATO-მ არ მისცა პრინციპული შეფასება ამ არასამართლიან ფაქტს, ფაქტობრივად დაიცვა ანკარა- ალიანსის წევრი, ამიტომაც ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მას აკისრია“- განაცხადა გრუშკომ.

ნატოში რუსეთის ელჩის თქმით, თურქეთის ვერსია, სადაც ისინი მათი მხრიდან Су-24 -ის ჩამოგდების მიზეზებზე საუბრობენ ნატოს რეგლამენტს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში სუპერმარკეტი “ნიკორა” დააყაჩაღეს- დაჭრილია დაცვის თანამშრომელი
შემდეგი სტატიასუს-ის მიერ დაკავებული ლაშა გობაძე “ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის ნათესავია