ნატო-მ მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვია

მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვიეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში გაავრცელა.
“საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და მიიწვიეს მონტენეგრო, გახდეს ალიანსის 29-ე წევრი. ვულოცავთ მონტენეგროს ხელისუფლებას და მოსახლეობას” , – ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე მიიღეს.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა მთავრობას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს