10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა

Euronews ლიეტუვაში განლაგებულ ფრანგულ სამხედრო კონტინგენტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა.

მათი თქმით, ორშაბათს, 20 აპრილს, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის თვითმფრინავები აფრინდნენ. ფრანგული Rafale თვითმფრინავების გარდა ოპერაციას ასევე შეუერთდნენ შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიისა და რუმინეთის თვითმფრინავები.

როგორც აღინიშნება, მიზეზი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფის გამოჩენა გახდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ორი ზებგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ და დაახლოებით ათი „სუ-30“ და „სუ-35“ ავიაგამანადგურებელი, რომლებიც სტრატეგიული ბომბდამშენების ესკორტირებას ახდენდნენ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს მიყიდვას კრძალავს
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო: 23-24 აპრილს საქართველოში უამინდობა-ძლიერი ნალექი, ელჭექი და სტიქიური პროცესების რისკი