ნატო-მ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების გეგმა დაამტკიცა

iens_8ნატო-მ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ლატვიაში განთავსებულ ბატალიონს კანადა უხელმძღვანელებს, ლიტვაში – გერმანია, ესტონეთში – დიდი ბრიტანეთი, ხოლო პოლონეთში – ამერიკის შეერთებული შტატები. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ბატალიონების განთავსება არის მხოლოდ ნაწილი ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების.

გარდა ამისა, ნატო სამხრეთ-აღმოსავლეთით სარაკეტო თავდაცვის სისტმების კოორდინირებაზე შეთანხმდნენ. იენს სტოლტენებრგის თქმით, ეს ნიშნავს, რომ “ესპანეთში განთავსბეული ამერიკულ ხომალდები, ანტისარაკეტო რადარი თურქეთსა და რუმინეთში შეძლებენ ერთობლივად მუშაობას ნატო-ს მეთაურობისა და ნატო-ს კონტროლის ქვეშ”.

ნატო-ს ლიდერებმა ასევე დაადასტურეს სამხედრო ბიუჯეტების გაზრდის მნიშვნელობა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. მისი თქმით, ალიანი მიისწრაფის კონსტრუქციული დიალოგისკენ რუსეთთან.

“რუსეთის ჩვენი უდიდესი მეზობელია. ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რუსეთი ვერ იქნება და არ უნდა იყოს იზოლირებული. ნატო-რუსეთის საბჭო არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების სამართავად”, – განაცხადა იენს სტოლტენებრგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ელჩების დონეზე ბრიუსელში 13 ივლისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ნატო-სგან მთელი წელი ვითხოვდით ერთიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ჩართვას და ჩვენ ამაზე პასუხი მივიღეთ
შემდეგი სტატიაპეტერბურგელი სტუდენტები გარდაცვლილი პედაგოგსი გვერდით ერთი წელი ცხოვრობდნენ