ნატო: გეგმა სწრაფი რეაგირების ძალების 300 000-მდე გაზრდის შესახებ მომავალი წლისთვის მომზადდება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) გეგმა სწრაფი რეაგირების ძალების 300 000-მდე გაზრდის შესახებ მომავალი წლისთვის მომზადდება.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მადრიდში გამართულ ბრიფინგზე.
კერძოდ, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ამჟამინდელი 40 000 ჯარისკაცი მომავალი წლისთვის უნდა გაიზარდოს 300 000-ზე.
მისი თქმით, ეს იქნება ძალების ერთობლიობა, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე განლაგებისთვის.
ამავდროულად, ამ ძალების არმიის უმეტესობა განლაგდება მათ მშობლიურ ქვეყნებში. „ახლა მათი რეორგანიზაცია მოხდება ნატოს ოპერაციებისა და ნატოს თავდაცვის დაგეგმვისთვის და ნატოს მეთაურების განკარგულებაში ყოფნის მიზნით“, – თქვა სტოლტენბერგმა.
ასევე, მისივე თქმით, გაიზრდება ამ ძალების საბრძოლო მზადყოფნა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, დაგეგმილია, რომ ამ ჯარების ერთი ნაწილი ოპერაციისთვის მზად იქნება 10 დღეში, ხოლო მეორე 30 დღეში.
“ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. გეგმა მომავალი წლისთვის ამოქმედდება”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის დაზვერვა ამბობს, რომ პუტინი კვლავ გეგმავს უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობას – Reuters
შემდეგი სტატიადიდმა ბრიტანეთმა რუსეთში მეორე უმდიდრესი ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა