“NATO გამანადგურებელი დარტყმით უპასუხებს რუსეთის მიერ პოლონეთზე ან სხვა მოკავშირეზე ნებისმიერ თავდასხმას”-რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ პოლონეთზე ან სხვა მოკავშირეზე რუსეთის მიერ ნებისმიერ თავდასხმას ალიანსი გამანადგურებელი დარტყმით უპასუხებს.

ვარშავაში პოლონეთის პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე რუტემ თქვა, რომ თავდასხმის ნებისმიერ მცდელობისას რუსეთი მთელი ძალით NATO-ს სისასტიკეს შეხვდება.

“ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება. ეს ძალიან მკაფიო უნდა იყოს ვლადიმერ პუტინისთვის და ნებისმიერი სხვასთვის, ვისაც სურს ჩვენზე თავდასხმა”, – თქვა რუტემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე: ეს არის რუსეთის „სიმართლის“ დამტკიცების კომისია