ნატო გააგრძელებს საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდა

ნატო გააგრძელებს საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ამ ქვეყნებში რეფორმების მხარდაჭერას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის დაწყებამდე 4 დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას, რომ მათ გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ”, – განაცხადა იენს სტოლტენებრგმა.

“ვარშავის სამიტის ფარგლებში ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. სამიტზე ჩვენ გამოვხატავთ პოლიტკურ მხარადჭერას, ასევე საქართველოს ტერიტოიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. განვიხილათ, როგორ დავეხმაროთ საქართველოს პრაქტიკულად. საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნისას, მე აღვნიშნე, რომ ეს ცენტრი არის კარგი პლატფორმა პრაქტიკული მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენებრგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, საქართველო გარედან დიდ ზეწოლას განიცდის.

“ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვზრდით საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას, რატომ გავხსენით საქართველოში ერთობლივი საწრვთნელი ცენტრი, არის ის, რომ დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებაში, რომ მან გარე ზეწოლას გაუძლოს, რადგან საქართველო განიცდის გარედან დიდ ზეწოლას”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო გააგრძელებს მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

“როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურები არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვართ. ნატო-ს შეუძლია და უნდა გააძლიეროს მათი მხარდაჭერა”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშილონდონის იურიდიული ფირმა “ბრექსითის” პროცედურებს აპროტესტებს
შემდეგი სტატიაანკარამ უარყო მოსკოვისთვის ავიაბაზის დათმობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია