ნატო გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვას, მაგრამ უკრაინის საკითხს აუცილებლად გაითვალისწინებს

ნატო გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვას, მაგრამ უკრაინის საკითხს აუცილებლად გაითვალისწინებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„რუსეთი ნატო-ს მეზობელია და ამას ვერ შევცვლით. ნატო-ს ახალი ცივი ომი და ორმხრივი, გამალებული შეიარაღება არ სურს. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა, რასაც ალიანსი უკანონოდ მიიჩნევს.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქმედებებს პასუხი მოჰყვეს. ამიტომ ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ამ მიზეზით ნატო-მ პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა. ეს ერთი ძირითადი მიზეზია, თუ რატომ გააძლიერა ნატო-მ საკუთარი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამიხეილ გაბრიჩიძე – გიორგი ცინცაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა