ნატო წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გადაჭარბებული ბიუროკრატიული ზოლები აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპის მასშტაბით, და ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შეფერხება რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, წერს Reuters.
“ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ მშვიდობიან პერიოდში, მზად არ იქნება კრიზისის ან ომის შემთხვევაში”, – ამბობს გამოცემასთან ნატოს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის (JSEC) ხელმძღვანელი, ალექსანდრე სოლფრანკი.
2018 წელს შექმნილმა JSEC-მა გერმანიაში 2021 წელს დაიწყო ოპერირება. მისი ამოცანებია ჯარების სწრაფი გადაადგილების კოორდინაცია კონტინენტზე.
“ალიანსმა სწრაფად უნდა გადაიყვანოს ჯარები თავისი ბაზებიდან აღმოსავლეთ ფლანგზე სასურველ პუნქტში”, – აღნიშნა სოლფრანკმა და დასძინა, რომ ეს მოითხოვს მომზადებას.
მისი აზრით, საჭიროა ერთგვარი “სამხედრო შენგენი” – სამხედრო ტექნიკის თავისუფალი გავლის ზონა.
“ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე [ნატოს კოლექტიური თავდაცვის ქარტიის] მე-5 მუხლის გამოყენებამდე”, – განაცხადა გენერალმა.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა თქვა, რომ აქვთ ძალიან ბევრი წესი, მაგრამ ერთადერთი, რაც არ აქვთ ეს საკმარისი დროა.