ნატო ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განლაგებას არ აპირებს

 

ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი ევროპაში მეტი ბირთვული რაკეტების განლაგებას არ აპირებს რუსულ-ამერიკული ხელშეკრულების ჩაშლის საპასუხოდ, რომელიც ახლო და საშუალო მანძილის კრაკეტების ლიკვიდაციას შეეხებოდა – 24 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. “ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი, ჩვენ არ გვინდა შეიარაღების ახალი მარათონი” – ალიანსის ხელმძღვანელს “ასოშეითედ პრესი” ციტირებს.
ამავე დროს, სტოლტენბერგმა დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ხელშეკრულების პირობებს არღვევს. “რუსეთმა დიდი ხნის წინ აღიარა ახალი რაკეტა SSC-8-ის შექმნისა და განთავსების შესახებ. ნატო თვლის, რომ ის, შესაძლებელია, ბირთვულ იარაღს ატარებდეს, მისი მოქმედების მანძილი კი 500-დან 5500 დიაპაზონშია, რაც შელხეკრულების დარღვევაა. თუმცა, ეს ახალი ბრალდება არ არის – ეს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაჟღერდა. ეს პრობლემა, საფრთხე, გამოწვევა, დიდი ხანია არსებობს” – თქვა სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთს არ სურს “საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება”, რომელსაც ხელი 1887 წელს მოეწერა, დაიცვას.

ხელშეკრულება აშშ-სა და რუსეთს უკრძალავს ბალისტიკური და ფრთიანი ბირთვული რაკეტების წარმოებას, რომელთა მოქმედების მანძილი 500-დან 5500 კმ-მდეა.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში სოკრატეს და პლატონის დროინდელი სავაჭრო გემი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიააშშ, ხაშოგის მკვლელობის გამო საუდელებს ვიზას გაუუქმებს