ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ორი ახალი სამეთაურო სტრუქტურის შექმნის თაობაზე.
“დღეს ჩვენ შევათანხმეთ ნატოს სამეთაურო სტრუქტურის ადაპტირებული ჩარჩო-სქემა, რომელიც მომავალი მუშაობის საფუძველი გახდება”, – თქვა მან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ერთი ახალი სამეთაურო სტრუქტურა უზრუნველყოფს სატრანსპორტო, ხოლო მეორე – ევროპის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების და ტექნიკის გადაადგილების უსაფრთხოებას.