ნატო დღეს მოდის საქართველოსკენ

ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ცერემონია საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ერთმანეთს თანმხლები ოფიციალური პირები წარუდგინეს.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს. მოგვიანებით კი მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ნატოს და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო არის ძალიან ახლოს მისული და პრაქტიკულად ყველაფერი შესრულებული აქვს, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. მაგრამ ისიც არის აღსანიშნავი, რომ ნატო დღეს მოდის საქართველოსკენ. მოდის საქართველოსკენ იმიტომ, რომ შავი ზღვა გახდა ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და ამაში საქართველო მზად არის, რომ მიიღოს სრული მონაწილეობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი პრობლემა არის, რომ დღეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს” – მაია ცქიტიშვილმა ანაკლიაში მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 72 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს