ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა გიორგი ყუფარაძესა და ვასილ გოშაძეს შეეფარდათ

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა გიორგი ყუფარაძესა და ვასილ გოშაძეს შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გიორგი ყუფარაძე ძებნილია და მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ვასილ გოშაძე კი, პატიმრობაში იმყოფება. ორივე მათგანს 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა საქნე 20 აპრილს განიხილა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ადოკატები აღმკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, ბრალდებული კიდევ ორი პირია. მათ ბრალი დღეს წაეყენათ და გამოძიება სასამართლოს შუამდგომლობით უახლოეს პერიოდში მიმართავს.

ამასთან, გურამ კვეზერელის ცხედარი სამართალდამცვებმა კოჯორში, მიწაში ჩაფლული იპოვეს.

banner
წინა სტატიაში“მეგობარი ქვეყანაა ის, რომელიც წართმეულ ტერიტორიას მოგიტანს და დაგიბრუნებს”
შემდეგი სტატია“მთავრობა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას”