ნატო და ევროკავშირი რუსეთს “ბოინგის” კატასტროფასთან დაკავშირებით ბრალის აღიარებისკენ მოუწოდებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 01:06

ნატო და ევროკავშირი რუსეთს “ბოინგის” კატასტროფასთან დაკავშირებით ბრალის აღიარებისკენ მოუწოდებს

მნიშვნელოვანი

  • ნატო და ევროკავშირი რუსეთს "ბოინგის" კატასტროფასთან დაკავშირებით ბრალის აღიარებისკენ მოუწოდებს

სხვა სტატიები

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა საკუთარი პასუხისმგებლობა აღიაროს მალაიზიური “ბოინგის” აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებასთან დაკავშირებით. “რუსეთს მოვუწოდებ მხარი დაუჭიროს ძალისხმევას, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1266 რეზოლუციის თანახმად დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ არის მიმართული” – განაცხადა სტოლტენბერგმა 25 მაისს.
ანალოგიური მოწოდებით რუსეთს ევროკავშირმაც მიმართა. მანამდე ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთს დააკისრეს პასუხისმგებლობა თვითმფრინავ “ბოინგის” ჩამოგდებაზე, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს მოხდა. გუშინ გამოძიების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, რუსეთის 53-ე ბრიგადამ “ბუკით” ჩამოაგდო.

“ბოინგი 777”, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, 2014 წლის 17 ივლისს “ბუკმა” ჩამოაგდო, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა – ასეთი დასკვნა დადო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც 5 ქვეყანის წარმომადგენელი შედის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდებაში რაიმე სახით მონაწილეობას.
საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ “ბუკის” დადგენა შესაძლელებლი გახდა იმ უნიკალური თვისებების წყალობით, რომელიც მას გააჩნია..

“ბოინგი 777” მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის უკრაინის თავზე მიფრინავდა. შემთხვევა 2014 წლის 17 ივნისს 16:20 საათზე მოხდა. თვითმფრინავი რეისით MH17 Malaysia Airlines ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. მის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. მგზავრთა შორის უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 01:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics