ნატო და ევროკავშირი აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურნენ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერი მაია კოციანჩიჩი.

„ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“ – აღნიშნულია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში.

აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს უარყოფითად აფასებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის მაია კოციანჩიჩიც:„ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას, აღნიშნავს ის.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე-დედა, არ შეგეშინდეს!
შემდეგი სტატიასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა