NATO და EU გერმანიაში შეხვედრას მართავენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით

ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები გერმანიაში იკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარება. შეხვედრა რამშტეინში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე მიმდინარეობს.

შეხვედრას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თავმჯდომარეობს. მან ორშაბათს თქვა, რომ ვაშინგტონს სურს, რუსეთი დასუსტდეს ისეთ დონემდე, რომ მან ვეღარ შეძლოს იგივე გააკეთოს, რაც უკრაინაში.

შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინას საზენიტო სისტემების მიწოდების პირობას დადებს. გაზეთი Suddeutsche Zeitung ამბობს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა შეთავაზება სამშაბათს შეხვედრაზე უნდა გააკეთოს.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიაგერმანია უკრაინას “გეპარდის” საზენიტო ტანკებს მიაწვდის