NATO: ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო აქტივობის გაძლიერებას

,,NATO რუსული გემების გადაადგილებას აკვირდება,, განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც რუსული სამხედრო გემების ბალტიის ზღვაში და შავი ზღვიდან- ხმელთაშუა ზღვის გავლით კალინგრადის ბაზისკეთ ფრთოსანი რაკეტებით გადაადგილებას გამოეხმაურა.
,,მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რუსული გემები, რომლებიც ,,კალიბრის,, ტიპის ფრთოსანი რაკეტებით არიან აღჭურვილნი, ახლახან ბალტიის ზღვაში შევიდნენ. NATO აკვირდება მათ გადაადგილებას და ამას, როგორც ყოველთვის პასუხისმგებლობით და ზომიერად აკეთებს,, განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.
,,ამავე დროს, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს კიდევ ერთი ილუსტრაციაა ტენდენციისა, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ უკვე დიდი ხანია. ჩვენ ვხედავთ რუსეთის აქტივობის გაძლიერებას, გაძლიერებას რუსული შეიარაღებული ძალების და რუსული სამხედრო სწავლებების რაოდენობის ზრდას,, აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.
,,მე ვფიქრობ, რომ NATO-სთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს სტრატეგიული მიდგომა. უნდა გვესმოდეს, რომ რეაგირება ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე კი არ უნდა მოვახდინოთ, არამედ დავაკვირდეთ საერთო სურათს,, აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ისევ ძლიერი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანის პასუხი შალვა ნათელაშვილს