ნატო: “ჩვენ რუსეთს უკანასკნელ შანსს ვაძლევთ”

ნატო რუსეთს მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. “მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთმა შეიმუშავა და სარაკეტო სისტემა 9М729-ის წარმოება დაიწყო, რაც მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების შეთანხმებას არღვევს და რაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს” – ნატოს განცხადებაშია ნათქვამი – “ბიბისი” წერს.
ადრე მსგავსი განცხადებებით აშშ გამოდიოდა. ახლა ვაშინგტონმა ნატოს მოკავშირეების იმაში დარწმუნება შეძლო, რომ მისი შეშფოთება საფუძვლიანია. აშშ რუსეთს ხელშეკრულების დარღვევაში 2013 წლიდან სდებს ბრალს, თუმცა, მანამდე ამის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რუსეთმა ბრალდება არა ერთხელ უარყო.
ნატომ განაცხადა, რომ ხელშეკრულების მომავალი ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. “ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ სასწრაფოდ დაუბრუნდეს შეთახმების ობიექტურ დაცვას. ახლა ზუსტად რუსეთზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა შეთანხმების შენარჩუნება” – ნატოს განცხადებაშია ნათქვამი. “ნატო რუსეთს ხელშეკრულების გადარჩენის უკანასკნელ შანსს აძლევს. ან ის უნდა მოემზადოს მშვიდობისთვის, რომელიც ამ შეთანხმების გარეშე იქნება” – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მანამდე გავრცელდა, რომ რუსეთი “შეიარაღებული მარათონის პირობებში სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად ” ზომებს მიიღებს – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს განაცხადა. შოიგუს თქმით, ეს დაკავშირებულია აშშ-ს გეგმასთან, რომელიც მოკლე და საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გასვლას ეხება. ახალი სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა ბიუჯეტს 2027 წლამდე 22 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. 2019 წელს ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველების საქმიანობის ხარჯები ფედერალური ბიუჯეტის 30%-ს, ანუ 2 ,382 ტრილიონ რუბლს შეადგენს, ოდნავ გაზრდილი ბიუჯეტი იქნება 2020 (2, 456 ტრილიონი), 2021 წელს (2, 523 ტრილიონი რუბლი). 2019 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები 7-ჯერ მეტია, ვიდრე საპენსიო ფონდის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშიქერჩის სრუტეში გემების მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: „საუბრები მტკიცებულებების გარეშე იმაზე, რომ თითქოს ვიღაცეებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია