ნატო ჩხეიძის დაკითხვა გადაიდო

“ომეგას” საქმეზე, დეპუტატ ნატო ჩხეიძის დაკითხვა ორშაბათამდე გადაიდო. ჩხეიძე თბილისის პროკურატურაში დღეს უნდა მისულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, საგამოძიებო უწყებაში ის ორშაბათს, 11 საათისთვის მივა.

პროკურატურაში უკვე მივიდა ომეგა ჯგუფში შემავალი ერთ ერთი კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე. ასანიძე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა და სწორი გამოძიება, შესაბამისად გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხებს.

ადვოკატის ინფორმაციიით კი, ასანიძე არის მნიშვნელოვანი მოწმე, მნიშვნელოვანი ინფორმაციით.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანი იყო ის მკაფიო გზავნილები რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ – სოფო ქაცარავა გაეროში პრემიერის გამოსვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიანოდარ ხადურს ლონდონში ჩასასვლელად ფინანსური რესურსი არ გააჩნია – ყოფილი მინისტრის „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე