ნატო ჩხეიძე: „ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს ადარებს, „ქართული ოცნების“ წევრები ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ

„ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს ადარებს, „ქართული ოცნების“ წევრები ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ, რადგან ტრამპი პოლიტიკურ წრეებში უკვე ნეგატიური ფიგურაა და იმდენად ნეგატიური, რომ მისი იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. გასაგებია, რომ აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ მას საშუალება აღარ უნდა ჰქონდეს იმისა, რომ კიდევ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის მინიშნება, რომ ამ სახის ლიდერები აღარ უნდა იყვნენ დემოკრატიული ერის მმართველობაში. ტყუილად არ იყო ეს შედარება. ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს, რომ დაიმალოს. მე არ გამიკვირდება, ისე ძალიან მოინდომოს გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო. რომ არავის აღარ უნდა ახსოვდეს ივანიშვილი, თუმც მისი არსებობა უნდა იცოდეს რამდენიმე ადამიანმა, რომელზეც გავლენას მოახდენს. ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება იმის გამო, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის. მათი რეფორმები არის ქვეყნის უკან სვლა, რასაც ამ რვა წლის განმავლობაში ვხედავთ“, – აცხადებს ნატო ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშისაბა ბუაძე: ბოიკოტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: საქართველო ერთ თვეში ვაქცინას მიიღებს