ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია “იბერიასთან“ დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “იბერიასთან“ დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს “პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი და ტელეკომპანიის მფლობელის მეუღლე, ნატო ჩხეიძე. ჩხეიძე ტელევიზიის მხრიდან ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობას გამორიცხავს. ჩხეიძის თქმით, პრობლემები შეექმნა კომპანიას, რომელიც ტელეკომპანია “იბერიას“ მთავარი დამფინანსებელია.

“ხდება ის, რომ ქვეყანაში არის უკანონო, არალეგალური ბიზნესსაქმიანობა, მულტინაციონალური ფირმების მხრიდან და ასევე მცირე საწარმოების მხრიდან. ეს არალეგალური საქმიანობა, რომელიც აზარალებს “ომეგა“ ჯგუფის ერთ-ერთ კომპანიას, როგორც ჩანს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა გაიაზრეს, გააანალიზეს ის ვითარება, რაც შექმნილია და როგორც ჩანს ჟურნალისტებმა უფრო სწრაფად და სწორად გააანალიზეს თუ სხვებმა არა და გამოიტანეს ის დასკვნა, რაც გამოიტანეს და რაც თქვენს და მეც მოვისმინე,“ – აცხადებს ნატო ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
შემდეგი სტატიარა სქემით ხდება ზეწოლა ტელეკომპანია “იბერიაზე” – ელისო კილაძე