ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსის” დატოვების მიზეზებზე ისაუბრებს

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნატო ჩხეიძემ”პატრიოტთა ალიანსი” უნდა დატოვოს. პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს საჭირო ერთი დეპუტატის მოსაძებნად ზუსტად ერთკვირიანი ვადა ექნება.

წინააღმდეგ შემთხევაში, ფრაქციის დაშლასთან ერთად, მისი წევრები საპარლამენტო თანამდებობებსაც დატოვებენ, ვიცე -სპიკერის პოსტის გარდა. “პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები დეპუტატებთან ფრაქციაში გაერთიანებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

ნატო ჩხეიძის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ინაშვილი შესაძლო წყენას უკავშირებს, რადგან მისი პარტიის წევრებს “ომეგა” ჯგუფის საქმეზე არც ერთი მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ.

„გვექნება შეხვედრა ქალბატონ ნატოსთან რომელთანაც პიროვნული უთანხმოება არც გვქონია და არც გვაქვს. ერთი წევრი დატოვებს თუ არა პარტიას ეს არ ნიშნავს პოლიტიკური ორგანიზაციის დაშლას“-ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” გოჩა თევდორაძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა
შემდეგი სტატიამთავრობასა და ალბანეთის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა