ნატო ჩხეიძე: მე ის 9 წელიც კარგად ვიცი და ის შვიდი წელი და იმის წინანდელი 11 წელიც კარგად ვიცი

“მე ვისურვებდი, რომ ღილაკზე ხელის მიჭერის დროს ყური დაუგდოთ იმ პატარა ღმერთს და არა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მხოლოდ დაცემული ანგელოზია,“ – ეს განცხადება ნატო ჩხეიძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნება“ იმ გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პასუხისმგებლობის დაყენებით, მაშინ როცა ხელისუფლებიდან არავის სჯის, საზოგადოების პოლარიზებას ხელს სეუწყობს.

„მე ის 9 წელიც კარგად ვიცი და ის შვიდი წელი და იმის წინანდელი 11 წელიც კარგად ვიცი, არცერთ თქვენგანს ჩემთან სასაყვედურო არ გაქვთ და ნუ შემაწყვეტინებთ საუბარს, იქით არის ყველა ხელისუფლება ჩემთან ვალში. გასაგებია, რომ ივანიშვილს დროის შეჩერება უნდა და თქვენც ხელს უწყობთ ამაში, მაგრამ იმ გადაწყვეტილებით, რომ მთელ ამ მოვლენებში ნიკა მელიაა ბრალდებულ და ხელისუფლება არავინ, გუშინ ბატონმა ზოიძემ თქვა, ყველანი ვართ ბრალეულები და მეცო, რიხით ამბობდა, კონკრეტულად ვინ, ბატონი ზოიძე, მაშინ დატოვოს მანდატი. არ არსებობს ერთი პასუხისმგებელი ოპოზიციიდან და ზოგადი კოლექტიური პასუხისმგებლობა ხელისუფლებიდან. ამ გადაწყვეტილებით, რასაც აპირებთ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზრდით, თქვენ ზრდით დაჩქარებას იმის, რისი შეჩერებაც გინდათ,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი…
შემდეგი სტატიატაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი