ნატო ჩხეიძე: “ლიბერალებო, ამიხსენით რომელი სიტყვაა ამ ფრაზაში დისკრიმინაციული?”

პარლამენტის დამოუკიდები დეპუტატი ნატო ჩხეიძე “ამხანაგ ლიბერალებს” მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

“გონების უმწიფრობა თუ გამიზნული შარი?

ლიბერალმა საკბილო გამოჩხრიკა და სათაურიც გამოაცხო : ნატო ჩხეიძემ სექსისტური განცხადება გააკეთაო და იქვე განმარტა, სექსის ან გენდერის მიხედვით დისკრიმინაცია არის სექსიზმიო.

მერედა, სად ნახა ან მოისმინა დისკრიმინაცია?

მე ვთქვი, რომ ამხელა მთავრობაში ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალისათვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია და გგულშემაგტკივრობთ ამ ტვირთის ზიდვაში – მეთქი.

აბა, ლიბერალებო, ამიხსენით რომელი სიტყვაა ამ ფრაზაში დისკრიმინაციული?

მძიმე ტვირთი რომ არის ინფრასტრუქტყრის სამინისტრო, ის, თუ მძიმე ტვირთს რომ ზიდავს ქალი და რომ ვგულშემატკივრობ?

ამხანაგო ლიბერალებო, დისკრიმინაცია არის დამცირება და უპატივცემლობა, ხოლო გულშემატკივრობა არის თანადგომა და პატივისცემა.
როგორ რუსთველი იტყოდა, შუა უდევს დიდი მზღვარი!..

ამიტომაც დისკრიმინაციის და სექსიზმის ბრალდება ყოვლად უადგილოა და შესაბამისად, საფიქრებელია, რომ ლბერალის ის სათაური და ის ბრალდება ან უმწიფარი გონების ნაყიფია და ან გამიზნული შარისა.”

banner
წინა სტატიაშიადვოკატი-ღუდუშაურის კლინიკიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანა დაუშვებელია
შემდეგი სტატიაზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა