ნატო ჩხეიძე: „გიგი უგულავა ჩვეულებრივი მართული მარიონეტია!

დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სტატს აქვეყნებს და გიგი უგულავას მისამართით ამბობს, რომ ის ჩვეულებრივი მართული მარიონეტია.
„სერიიდან: მედროვეთა ფერხული:
გიგი უგულავას პორტრეტი ამ 4 თვის წინათ აღმიწერია ქვემოთ მოცემული სტატუსის სახით.
აშკადად სრულყოფილი დახასიათებაა და თითქოს რაღა უნდა დაემატოს, გარდა
ერთისა, რომ ამ დროის განმავლობაში ყოფილი მერი და ყოფილი პატიმარი და გადაკვალიფიცირებული მუხლის წყალობით თბილისის გულს ნაადრევად დაბრუნებული გიგი უგულავა კლასიკურ მართულ ოპოზიციონერად ჩამოყალიბდა.
შეხედავ – იგივეა,
მოუსმენ – პასტე-პასტეებს იძახის,
ცოტას დაუკვირდები და ჩვეულებრივი მართული მარიონეტია.
უკვე ცოტა დაკვირვებაც აღარ უნდა, იმისთანა გრეგ რიკიო დადგა ჩვენი გიგისგან, –
უმაღლესი ხელისუფლის ხელის ოდნავ გატოკებაზე მონდომებით რომ იწყებს ბუქნაობას ,
რეპუტაცია მაინც აღარ გააჩნია და აბა, რაღა ენაღვლება…
მიდი, გიგი, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი-ჩუპარ“, – წერს დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშისაუბარია სახელმწიფო, ან საპატრიარქო გადატრიალებაზე, ანდა მორალურ-ზნეობრივ საკითხზე – მეუფე ანტონის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მოადგილეებთან ერთად მოსახლეობის კითხვებს პასუხობს