ნატო ჩხეიძე – გემი ისევ ჩაძირვისკენ მიდის

გემი ისევ ჩაძირვისკენ მიდის და ღარიბაშვილი დააჩქარებს ჩაძირვას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, ოპოზიცია და პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ მოლაპარაკებისკენ, ამ ფონზე კი „ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარმოადგინა ღარიბაშვილი, სავარაუდოდ აპირებს რადიკალიზაციის გაღრმავებას და არანაირ მოლაპარაკებაზე წასვლას.

„ძალიან ცუდი იქნება პირველ ყოვლისა მათთვის, ხოლო რატომ ღარიბაშვილი, იმიტომ რომ მათ სათადარიგო სკამი მოკლე აქვთ და ძალიან არ უნდა არავის „ქართული ოცნების“ მთავრობაში იმუშაოს. მე როცა ვთქვი, რომ რადიკალიზაციას გააღრმავებს, ეს არ არის გამორიცხული. დილას რაც იმუქრა ირაკლი კობახიძემ მე უფრო ბაქი-ბუქობას დავარქმევდი მაგას, სწორედ მოინდომონ რომ გააგრძელონ ის, რაც ჩაეშალათ, რადგან გახარიამ იფიქრა, რომ 20 ივნისის შემდეგ კიდევ ერთი სისხლისღვრა და მძიმე ლაქა რაც 20 ივნისის აქვს, ახლა კიდევ მეორე დაემატებოდა და ეს არ გარისკა თავის გადასარჩენად ცხადია, მაგრამ ასე ადვილად ვერ ხდება გადარჩენები. გახარია განწირული გემიდან წავიდა, ღარიბაშვილი დარჩა გემზე, მაგრამ არ არის ის ეს კაპიტანი, რომელიც სადმე წაიყვანს გემს, გემი ისევ ჩაძირვისკენ მიდის და ღარიბაშვილი დააჩქარებს ჩაძირვას“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკვე ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ პირველ პოსტს Twitter-ზე აქვეყნებს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილია