ნატო ჩხეიძე: ასეთი ლიდერები სადაც უნდა იყვნენ, მათ გარშემო იკრიბება საზოგადოება

ალბათ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დღეები იყო, როცა ვაჟამ დაწერა – „დაკრული სარგოდ მომიხდა, თუმც სამავნებლოს ეცადა. რამდენიც დამკრა, იმდენი მე ავიწიე ზეცადა“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, ნატო ჩხეიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

ჩხეიძის თქმით, ნიკა მელია იბრძვის საქართველოს ღირსების გადასარჩენად, სამართლიანობის გადასარჩენად, ჰუმანური პრინციპების გადასარჩენად.

„ალბათ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დღეები იყო, როცა ვაჟამ ეს ფრაზა დაწერა – „დაკრული სარგოდ მომიხდა, თუმც სამავნებლოს ეცადა. რამდენიც დამკრა, იმდენი მე ავიწიე ზეცადა“. დიახ, ნიკა მელია გარეთ იქნება თუ სატუსაღოში იქნება, მის გარშემო შეიკრიბება ის მუხტი, რომელმაც თავისუფლება უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ამას ჩვენ ყველანი აუცილებლად მივაღწევთ, მით უფრო მაშინ, როდესაც რუსული მედია ნიკა მელიას აღიარებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერად. დიახ, ასეთი ლიდერები სადაც უნდა იყვნენ, მათ გარშემო იკრიბება საზოგადოება, მათ გარშემო იკრიბება ყველა, ვინც არ ემორჩილება ძალადობას.

და ჩვენ, ყველანი, ქვეყანაში ასეთები ვართ, იმ ერთი მუჭა მონების გარდა. ჩვენ არ დავემორჩილებით ძალადობას, ნიკა არ დაემორჩილება ძალადობას და ძალმომრეობას, ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც ასე ძალიან არ უნდა ივანიშვილს. ჩვენ მაინც მივაღწევთ ნიკასთან ერთად“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: არ გაბედოს ხელისუფლებამ, არ გაბედოს ძალისმიერი მეთოდის გამოყენება
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი – ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო