ნატო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. რეფერენდუმს

ნატო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიმართა, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის გრძელვადიანი დარეგულირების ძალისხმევას. ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითიბილოვმა ოპონენტის გამარჯვება აღიარა
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე ეს არის ის „ჯალათი“ მოსამართლე