ნატო 9 ათასი სამხედრო პირის მონაწილეობით მასშტაბურ წვრთნებს გამართავს

ნატო მასშტაბურ წვრთნებს გეგმავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო სწავლებას Steadfast Defender 2021 გამართავს, რომელშიც მონაწილეობას ერთდროულად 9 ათასი სამხედრო პირი მიიღებს, ალიანსის სამხრეთ ფლანგზე აშშ-დან დამხმარე ძალების გადმოტყორცნის ჩათვლით.

სწავლება 20 მაისიდან 22 ივნისამდე გაიმართება და მასში ნატოს 20 მოკავშირე და პარტნიორი იქნება ჩართული ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან.

“სწავლების მიზანია ნატოს სამხედრო მობილურობისა და მზაობის შემოწმება, სამხედროები განლაგდებიან ხმელეთზეც და ზღვაზეც ჩრდილოეთ ამერიკიდან შავი ზღვის რეგიონამდე და პორტუგალიის ნაპირებამდე” – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა.

Steadfast Defender 2021 ნატოს ადაპტირტებული სტრუქტურის, ორი ახალი სარდლობის – გერმანულ ულმში მდებარე გაერთიანებული სარდლობისა და აშშ-ში მდებარე ნორფოლკის გაერთიანებული სარდლობის მონაწილეობით პირველი ფართომასშტაბიანი გამოცდა იქნება.

ფოტო: radioszczecin.pl

banner
წინა სტატიაშიორბანის პარტიის დეპუტატი პარლამენტში კორონავირუსით გამოცხადდა
შემდეგი სტატიავასაძე: რუსეთში მაქვს მხოლოდ წილი ზოომაღაზიებში