ნატო 1991 წლიდან ყველაზე დიდ წვრთნებს ჩაატარებს

ნატო მასშტაბური სამხედრო სწავლება Trident Juncture ნორვეგიაში დაიწყებს – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე 2 ოქტომბერს განაცხადა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 45 ათასი სამხედრო 31 ქვეყნიდან, ასევე, 110 ერთეული თვითმფრინავი და 60 ერთეული გემი. სწავლება რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის თავდაცვით ხასიათს ატარებს და ნატოს რეაქციის იმიტირება იქნება იმ შემთხვევისთვის, თუკი ალიანსზე თავდასხმა მოხდება. წვრთნები 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გაიმართება.

ნატო ამბობს, რომ წვრთნები 1991 წლიდან ყველაზე მასშტაბური იქნება.

banner
წინა სტატიაშისენაკში ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსეთი მასკს კოსმოსში უსამართლო კონკურენციაში ადანაშაულებს