“ნათქვამი სიტყვის გამო თავდასხმა დასაგმობია” – უსუფაშვილი “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, სიტყვის გამო თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა დასაგმობია.
„ჟურნალისტი იტყვის თავისუფალ სიტყვას თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ზოგადად, ნათქვამი სიტყვის გამო თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა-ეს არის დასაგმობი და ეს არის აღსაკვეთი. ჟურნალისტს, თავისი პროფესიული საქმიანობის გამო, თუ ვინმე ემუქრება ეს კიდევ უფრო დამატებითი და სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ რელიგიურ გრძნობებს ეხება საქმე და რელიგიურ თემებს, აქ კიდევ უფრო, სამჯერ დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტაბულას“ ჟურნალისტებზე 12 იანვარს განხორციელებული თავდასხმის ფაქტს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ ამ ფაქტს საზოგადოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება.

„მე დარწმუნებული ვარ ამ კონკრეტულ ფაქტს ექნება სათანადო რეაგირება საზოგადოების მხრიდან და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუ აქ დანაშაულამდეა მისული საქმე და თუ არის დანაშაული“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშითბილისის ანძა ლიტვის ეროვული დროშის ფერებში 21:00 საათამდე იქნება განათებული
შემდეგი სტატიადი კაპრიომ ბონოს გიტარა 100 ათას დოლარად იყიდა