ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ

ნათლისღება – ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი.

მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი , რომელიც მე სათნო ვიყავ”.

 

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!!!

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ყველაზე ხანდაზმული გორილა მოკვდა
შემდეგი სტატიადღეს ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება